ჭადრაკის გაკვეთილები, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებში სტრატეგიულ აზროვნებას, მოთმინებას, კონცენტრაციასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს ავითარებდა, ტრადიციულად წლის შემაჯამებელი გუნდური ჩემპიონატით დასრულდა.
II-V კლასის პრომეთელები გუნდური ჭადრაკის ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს წრიული სისტემით შეეჯიბრნენ. თითოეული პარტია მხოლოდ გამარჯვებისთვის სვლა არ ყოფილა - ეს იყო მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, ლოგიკური მსჯელობისა და გუნდური თანამშრომლობის წარმოჩენის შესაძლებლობა.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ